Сообщения

Сообщения за май, 2017

მე-7 დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე დავასრულეთ ჩვენი  და გავეცანით ერთმანეთის ბუკლეტებს, ვიმუშავეთ PowerPoint-ში,ავტვირთეთ ნამუშევრები და გავაკეთეთ სლაიდ შოუ.საინტერესო და ყველაზე უკეთ გამომივიდა სლაიდ შოუს შექმნა.

მე-6 დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე  საინტერესო იყო ბუკლეტის შექმნა,სურათების გადმოწერა,საავტორო უფლებების  დაცვა. ჩემი ყველაზე დიდი წარმატება იყო ამ ყველაფრის პირნათლად შესრულება,რამაც ძალიან გამახარა და კარგ განწყობაზე დამაყენა.😃😄

მე-5 დღის რეფლექსი

დღევანდელი ტრენინგი საინტერესო იყო,რადგან პროექტის მომზადებისთვის  და შეფასებისთვის გავწერეთ შეფასების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები,რათა უფრო ადვილად და ეფექტურად შეფასდეს მოსწავლეების წინარეცოდნა, რა უნდათ რომ ისწავლონ და რა ისწავლეს. მიაღწევენ თუ არა გეგმით განსაზღვრულ შედეგს.რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს.

მე-4 დღის რეფლექსი

 დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო .ვიმუშავეთ თვითშეფასებაზე, ჯგუფის შეფასებაზე,როგორ უნდა გადავანაწილოთ ჯგუფში ჯგუფის ლიდერები, როგორ უნდა აკონტროლონ დრო და ჯგუფის მუშაობა,ვიყავი ჩართული, ვისმენდი განსხვავებულ აზრს და ვითვალისწინებდი,ღიად გამოვხატავდი ჩემ აზრს.

მე-2 დღის რეფლექსია

დღეს გვაქვს ტრენინგის მეორე დღე. მქონდა ბუკთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზი, რამაც ცოტა შემაფერხა , თუმცა მაინც გავართვი თავი პროექტის შესაქმნელად გამიზნულ დღევანდელ აქტივობებს.ასევე ვისწავლე ბლოგის შექმნა.საბოლოოდ კმაყოფილი ვარ ამ დღით 😊😊😊💙💙💙